22 დეკემბერი 2024,   09:24
ვრცლად
ეს არის 13 კაცი და ქალი, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური მიკერძოებული შეხედულებები - ირაკლი კობახიძე მესამე სექტორზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, არჩევანის ეთერში არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ სამართლებრივი სტრუქტურების პოლიტიზება ხდება, ხოლო პარლამენტი სუსტია.

ირაკლი კობახიძე მესამე სექტორის განცხადებას „აბსოლუტურად არასერიოზულს“ უწოდებს.

„ეს არის 13 კაცი და ქალი, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური მიკერძოებული შეხედულებები,“ - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ ამ ორგანიზაციებს სამოქალაქო საზოგადოებასთან კავშირი არ აქვთ. კობახიძის თქმით, მესამე სექტორი მტკიცებულებების გარეშე საუბრობს.

"ეს არის უტიფრობა, ეს არის უკეთეს შემთხვევაში არაკომპეტენტურობა, რაც მე არ მგოპნია, რომერთადერთი მიზეზი იყოს," - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძე მესამე სექტორის კიდევ სხვა განცხადებას ეხმაურება, სადაც სასამართლო სისტემაში არსებულ კრიზისზე საუბრობენ. ირაკლი კობახიძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა არასწორი შეფასება გააკეთეს. 

ომეგა ჯგუფის საქმეზე გავრცელებულ სკანდალური ჩანაწერებისა და  თავად კომპანიის დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის, მიერ გაკეთებულ განცხადებას მესამე სექტორი გუშინ გამოეხმაურა. მათი შეფასებით, ქვეყანა არის ღრმა კრიზისში და იმართება კრიმინალების ხელით.

დღის ამბები