15 ნოემბერი 2024,   16:59
ვრცლად
ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობა და მოსკოვისთვის სასურველი გზავნილები - ზურაბიშვილის  განცხადება მწვავე კრიტიკის საგანი გახდა

სალომე ზურაბიშვილის მორიგი სკანდალური განცხადება და მწვავე დებატები პარლამენტში -ნინოწმინდაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე გამოხატული პოზიციის გამო „ქართული ოცნების“ კანდიდატი ოპოზიციამ ეთნიკური შუღლის გაღვივებაში დაადანაშაულა.

სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, ეთნიკურ სომხებთან შეხვედრის დროს მიხეილ სააკაშვილი თურქი ეროვნების მოსახლეობის მიმართ პრივილეგიების მინიჭებაში დაადანაშაულა. მის ამ განცხადებას კი მალევე მოჰყვა ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის საპასუხო რეაქცია.

დღეს პარლამენტის სხდომაზე ზურაბიშვილს რუსული ინტერესების გატარებაში დასდეს ბრალი და თქვეს რომ „ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი, ფეთქებად საშიშ რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადება, ეთნიკური შუღლის გაღვივებად აღიქვეს ექსპერტებმაც, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ზურაბიშვილი მოსკოვისათვის ყველაზე სასურველ გზავნილებს იმეორებს.

რა მიზანი ჰქონდა "ქართული ოცნების" კანდიდატს ნინოწმინდაში უკიდურესად სახიფათო განცხადების გაკეთებისას ან რა იგულისხმა სალომე ზურაბიშვილმა ეთნიკურად სომეხი მოსახლეობისთვის ორმაგი მოქალაქეობის დაპირების გაცემისას, სალომე ზურაბიშვილმა ამ თემაზე დღეს კომენტარის გაკეთება აღარ ისურვა.

დღის ამბები