19 დეკემბერი 2024,   13:22
ვრცლად
დარწმუნებული ვარ, ფარცხალაძე ყიფიანს კიდევ მიუვარდა და შეიძლება კიდევ ჩაიყვანა სარდაფში, ფარცხალაძე დასაპატიმრებელია - ნათელაშვილი

„ჩვენ ვნახეთ დატერორებული კაცის მოთქმა-გოდება,“- ასე შეაფასა „ლეიბორისტულ პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ლევან ყიფიანის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, სადაც სპორტის ყოფილმა მინისტრმა „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელსა და აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ისაუბრა.

შალვა ნათელაშვილს ლევან ყიფიანის ნათქვამი, რომ სარდაფში ოთარ ფარცხალაძეს მისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, არასარწმუნოა. „ლეიბორისტების“ ლიდერი ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დაკავებას ითხოვს.

პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან ყიფიანს სიმართლის თქმისკენ მოუწოდებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ფარცხალაძე მას კიდევ მიუვარდა და შეიძლება კიდევ ჩაიყვანა სარდაფში. ფარცხალაძე დაუყოვნებლივ დასაპატიმრებელია, თუ გვინდა, რომ რეჟიმის შეცვლა დაიწყოს და მომავლის გზა გაეხსნას ქვეყანას. ეს არის უკანონო შეიარაღებული ფორმირების მეთაური. მე მოვუწოდებ ლევან ყიფიანს, როგორც მამის მეგობარი, თქვას სიმართლე, ეს აუცილებელია მისი პირადი უსაფრთხოებისთვის, მას შეიძლება, დიდი ალბათობით, დიდი უბედურება მოუწყონ კიდევ, “- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ლევან ყიფიანმა დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელმა ფარული ჩანაწერების გაკეთება შესთავაზა. სპორტის ყოფილი მინისტრის თქმით, ზაზა ოქუაშვილს ჩანაწერები ვალის ჩამოსაწერად სჭირდებოდა.

დღის ამბები