24 ივლისი 2019,   11:29
ვრცლად
რამდენიმედღიანი შუალედი და შეცვლილი მონაცემები - Edison Research-ის ახალი კვლევის მიხედვით არჩევნებში გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს

ახალი კვლევა და ახალი შედეგები - ”რუსთავი 2”-ის დაკვეთით Edison Research-მა უკვე მეორედ ჩაატარა წინასაარჩევნო კვლევა. 25 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით კომპანიის წარმომადგენლებმა 3 ათასი ადამიანი პირისპირ გამოკითხეს და მათი პასუხები შეაჯამეს. ცდომილების ზღვარი +/-2%-ია.

”რუსთავი 2”-ის დაკვეთით Edison Research-მა შარშანდელ არჩევნებზეც ჩაატარა მსგავსი კვლევა და ეგზიტპოლები და შარშან ზუსტად იწინასწარმეტყველა კახი კალაძის გამარჯვება თბილისში.

როგორია შედეგები საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.

წინა კვლევაში, რომელიც სექტემბრის შუა რიცხვებში ჩატარდა, კითხვაზე ვის მისცემდით ხმას არჩევნები დღეს, რომ იმართებოდეს პასუხები ასე გადანაწილდა:

გრიგოლ ვაშაძე 22%;

დავით ბაქრაძე 18%;

სალომე ზურაბიშვილი 15%;

შალვა ნათელაშვილი 8%.

ახალ კვლევაში ანუ მომდევნო ათი დღის განმავლობაში პასუხები ასე გადანაწილდა.

გრიგოლ ვაშაძის პროცენტული მაჩვენებელი გაიზარდა და 26%-მდე ავიდა. ვაშაძე ერთადერთია, ვისი მხარდამჭერების რიცხვიც გაიზარდა.

დავით ბაქრაძის მონაცემი იმდენად შემცირდა, რომ მან მესამე ადგილზე გადაინაცვლა. წინა კვლევაში 18% ჰქონდა, ახლა კი 12%.


დაიკლო სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა რიცხვმაც 15-დან 14%-მდე.

იგივე მდგომარეობაა შალვა ნათელაშვილის შემთხვევაშიც - ახალ კვლევაში მას 8-ის ნაცვლად 7% უჭერს მხარს.

მოიმატა იმ ადამიანების რაოდენობამაც, რომლებსაც ვერ გადაუწყვეტიათ, ვის მისცენ ხმა ან თავს იკავებენ პასუხისგან - 25%-დან 29%-მდე.

გამოკითხვის დროს რესპოდენტებს პირდაპირაც უსვამენ კითხვას - ვის აძლევთ ხმას? - თუმცა უსვამენ დამატებით კითხვებსაც, რომლებიც, ხშირად, პირდაპირ არჩევნებს არც ეხება. ამ დამაზუსტებელი პასუხების საფუძველზე, სქესის, ასაკის და სხვა სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მკვლევარები ასკვნიან, ვის შეიძლება, დიდი ალბათობით, მისცეს ხმა იმ ადამიანმაც კი, რომელიც პირდაპირ არ ასახელებს ფავორიტ კანდიდატს.

როდესაც ვითვალისწინებთ ამ დამაზუსტებელ პასუხებსაც და ხმის მიცემის მოსალოდნელ ალბათობასაც, შედეგები ასეთია:

ძველი კვლევის მიხედვით:

გრიგოლ ვაშაძე 25%;

დავით ბაქრაძე 22%;

სალომე ზურაბიშვილი 20%;

შალვა ნათელაშვილი 9%.

ახალი კვლევის შედეგები კი ასეთია:

გრიგოლ ვაშაძე 31%;

სალომე ზურაბიშვილი 16%;

დავით ბაქრაძე 15% - მან ისევ მესამე ადგილზე გადაინაცვლა;

შალვა ნათელაშვილი 7%.

მიუხედავად იმისა, რომ აქ მაჩვენებლები უფრო მაღალია, 50%-იანი ბარიერის გადალახვას ვერცერთი კანდიდატი ვერ ახერხებს, რაც მეორე ტურის აუცილებლობაზე მიუთითებს.

"ედისონ რისერჩი" ანტი-რეიტინგსაც ადგენს - ანუ იმ კანდიდატების ჩამონათვალს, რომლებსაც ამომრჩეველი არანაირ ვითარებაში, არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას.

შედეგები ასეთია:

ლიდერობს სალომე ზურაბიშვილი 44%-ით - მას ყველაზე მეტი მოწინააღმდეგე აღმოაჩნდა.

შემდეგია ზურაბ ჯაფარიძე - 24%;

კახა კუკავას არ მისცემდა ხმას 16%;

შალვა ნათელაშვილი არ მოსწონს 13%-ს;

ზუსტად ამდენივეს არ მოსწონს გრიგოლ ვაშაძეც.

დავით ბაქრაძეს არ მისცემდა ხმას 12%;

დავით უსუფაშვილს კი - 10.

ზოგადად, გამოკითხულთა 63% ამბობს, რომ უეჭველად მისცემს ხმას საპრეზიდენტო არჩევნებში.

25% ასეთი დარწმუნებული არ არის და აცხადებს, რომ სავარაუდოდ წავა არჩევნებზე.

5% ამბობს, რომ სავარაუდოდ არ მიიღებს მონაწილეობას ხმის მიცემაში.

და 3% სრულიად დარწმუნებულია, რომ არ წავა არჩევნებზე.

4%-მა ჯერ არ იცის, როგორ მოიქცევა არჩევნების დღეს.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 74% ფიქრობს, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია იმით, რომ არჩევნებზე დაბალი აქტივობა იყოს და მოსახლეობა არ მივიდეს ხმის მისაცემად.

15% კი ფიქრობს, რომ დაბალი აქტივობით ოპოზიციაა დაინტერესებული და არა ხელისუფლება.

გამოკითხულთა 46%-ს აქვს მოლოდინი, რომ გაიმართება მეორე ტური.

26% ფიქრობს, რომ პრეზიდენტის არჩევა პირველივე ჯერზე მოხერხდება და მეორე ტურის გამართვა აღარ იქნება საჭირო. 28%-ს უჭირს იმის თქმა, თუ რა მოხდება.

იმ ადამიანებიდან, ვისაც მეორე ტურის მოლოდინი აქვს, წინა კვლევაში 40% ანუ უმრავლესობა ფიქრობდა, რომ მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი გადავიდოდა.

გრიგოლ ვაშაძე 39%;

დავით ბაქრაძე 29%.

ახალ კვლევაში კი ვაშაძის მეორე ტურში ხილვის მოლოდინი გაიზარდა და 44%-მდე ავიდა. ამ შედეგით ვაშაძემ პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

სალომე ზურაბიშვილის მაჩვენებელი უცვლელი დარჩა - 40%;

დავით ბაქრაძის კი შემცირდა 26%-მდე.

როგორია მოსახლეობის მოლოდინი მეორე ტურში - რა თქმა უნდა, გააჩნია, რომელი კანდიდატები გავლენ პირველ-მეორე ადგილებზე.

თუ მეორე ტურში ერთმანეთს შეეჯიბრებიან გრიგოლ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი, პირველი კვლევის მიხედვით ვაშაძეს 50%-იანი მხარდაჭერის შანსი ჰქონდა, ზურაბიშვილს კი 24.

მაგრამ ახლა დისტანცია მათ შორის კიდევ უფრო გაიზარდა, ვინაიდან ვაშაძის მონაცემი 59%-მდე გაიზარდა, ხოლო ზურაბიშვილის 20%-მდე შემცირდა.

ვის მისცემდა ხმას, ამ შემთხვევაში, დავით ბაქრაძის ამომრჩეველი? - ვინაიდან თვითონ ბაქრაძე მეორე ტურში აღარ მონაწილეობს. დავით ბაქრაძის ამომრჩეველთა 87% მხარს დაუჭერდა გრიგოლ ვაშაძეს და მხოლოდ 7% - სალომე ზურაბიშვილს.

თუ მეორე ტურში გადავიდნენ სალომე ზურაბიშვილი და დავით ბაქრაძე, ამ შემთხვევაში, ძველი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 53% მხარს უჭერდა ბაქრაძეს, 23% კი - ზურაბიშვილს.

ახალ კვლევაში ბაქრაძის მხარდამჭერთა რიცხვი გაიზარდა 58%-მდე, ზურაბიშვილის კი შემცირდა - 21-მდე.

ვაშაძის მომხრეთა 87% ხმას მისცემს დავით ბაქრაძეს და მხოლოდ 2% - სალომე ზურაბიშვილს და ბოლო ვარიანტი - თუ მეორე ტურში ორი ოპოზიციონერი მოხვდება: გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე.

პირველ კვლევაში სხვაობა მაინცდამაინც დიდი არ იყო: გრიგოლ ვაშაძე 37%, დავით ბაქრაძე 33%.

მაგრამ ახალი კვლევის მიხედვით მეორე ტურში 47% მისცემდა ხმას ვაშაძეს, ხოლო ბაქრაძეს - 30.

როგორ იქცევიან ამ დროს სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები? მათი უმრავლესობა - 47% - გადადის ბაქრაძესთან, 29% კი ხმას აძლევს ვაშაძეს.

კიდევ ერთი კითხვა, რომელიც მკვლევარებმა მოსახლეობას დაუსვეს - რამდენად სწორი მიმართულებით მიდის ქვეყანა?

გამოკითხულთა 80% თვლის, რომ საქართველო არასწორი გზით მიდის.

14% ეთანხმება ჩვენი ქვეყნის განვითარების მიმართულებას.

6%-მა კი, უბრალოდ, არ იცის.

შეკიტვაზე როგორია კრიმინოგენული სიტუაცია ქვეყანაში? პასუხები ასე გადანაწილდა:

კრიმინალი გახშირდა - ფიქრობს 71%;

იგივე დარჩა - ამბობს 20%;

და გამოკითხულთა მხოლოდ 5% ფიქრობს, რომ კრიმინალი საქართველოში შემცირდა.

59% ფიქრობს, რომ ბოლო წლის განმავლობაში ქვეყანაში გაიზარდა კორუფციის დონეც.

22% ამბობს, რომ არ შეცვლილა.

ხოლო სულ რაღაც 8% თვლის, რომ კორუფცია შემცირდა.

გამოკითხვაში "ომეგასა" და "იბერიას" საქმეზეც იყო კითხვა.

მოსახლეობის 15% ამბობს, რომ ეს არის სასამართლოს საქმე, რომელშიც ხელისუფლება დაინტერესებული მხარეა.

12% ფიქრობს, რომ საქმე გვაქვს ელიტურ კორუფციასთან, ასევე 12% აცხადებს, რომ ადგილი აქვს მედიაზე ზეწოლას.

გამოკითხულთა 7% თვლის, რომ ეს არის სამართლებრივი საკითხი, რომელშიც ხელისუფლებას ნეიტრალური პოზიცია უჭირავს.

ყველაზე მეტი - 54% - აცხადებს, რომ არ იცის, როგორ შეაფასოს "ომეგასთან" დაკავშირებული მოვლენები.

ბოლო კითხვა მედიას შეეხება. კითხვაზე, რომელი არხის საინფორმაციო და პოლიტიკურ გადაცემებს უყურებთ ყველაზე ხშირად? პასუხები ასე გადანაწილდა:

"რუსთავი 2" - 45%;

"იმედი" - 31%;

"ტვ პირველი" - 4%;

საზოგადოებრივი მაუწყებელი - 2%.

დანარჩენ არხებს ერთ პროცენტთან ძალიან მიახლოებული ან ერთ პროცენტზე ნაკლები მაჩვენებელი აქვთ.

​ 

დღის ამბები