14 ოქტომბერი 2019,   11:13
ვრცლად
ანტიტერორისტული რუსულ-ქართული სამხედრო ცენტრები რუსული ბაზების ნაცვლად - რას დაჰპირდა სალომე ზურაბიშვილი ლავროვს

რუსული ბაზები, რომლის გაყვანასაც სალომე ზურაბიშვილი მიიწერს და მისი მხარდამჭერი სამთავრობო პარტია კანდიდატის ერთ-ერთ  უმნიშვნელოვანეს მიღწევად ასახელებს, მისსავე წინააღმდეგ კრიტიკის მიზეზი კიდევ ერთხელ ხდება. გარდა იმისა, რომ ბაზების გაყვანაზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო და ეს უკვე არაერთხელ ითქვა, სალომე ზურაბიშვილის ყოფილი თანაგუნდელები სულ სხვა რამეს იხსენებენ. ისინი იხსენებენ, როგორ მოიქცა სალომე ზურაბიშვილი, როდესაც რუსეთმა პროცესის გაჯანჯლება დაიწყო და პარლამენტმა გადაწყვიტა დადგენილების მიღება, რომ თუ ექვსი თვის განმავლობაში ბაზები არ დატოვებდა საქართველოს ტერიტორიას, ისინი არალეგიტიმურად გამოცხადდებოდა.

ზურაბიშვილის ყოფილი კოლეგები "ევროპული საქართველოდან" იხსენებენ, რომ ის ეწინააღმდეგებოდა ასეთი დადგენილების მიღებას. სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებაზე სალომე ზურაბიშვილი მას დაჰპირდა, რომ რუსული ბაზების ნაცვლად საქართველოში ანტიტერორისტული რუსულ-ქართული სამხედრო ცენტრები გაიხსნებოდა, თანაც ჯერ ეს ცენტრები უნდა გახსნილიყო და მერე გავიდოდა ბაზები.

ანტიტერორისტული რუსულ-ქართული სამხედრო ცენტრები კი სწორედ ბათუმსა და ახალქალაქში უნდა განთავსებულიყო.

დღის ამბები