22 დეკემბერი 2024,   12:36
ვრცლად
გრიგოლ ვაშაძე-31%, სალომე ზურაბიშვილი 16%, დავით ბაქრაძე 15%- edison research-ის კვლევა

edison research-ის კვლევა, რომელმაც საპრეზიდენტო არჩვენების წინ ახალი ტენდენციები გამოკვეთა - ამერიკულმა კომპანიამ გამოკითხვა „რუსთავი 2“- ის დაკვეთით 25 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა.

კვლევის შედეგების მიხედვით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერთა რაოდენობა 31%-მდე გაიზარდა, სალომე ზურაბიშვილს გამოკითხულთა 16% ემხრობა, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს დავით ბაქრაძეს 15% უჭერს მხარს, შალვა ნათელაშვილს 7%. ხვალ, რომ არჩევნები ტარდებოდეს ხმას ვის მისცემდით, ამ შეკიხთვაზე პასუხი რესპოდენტთა 21%-ს არ აქვს.

ავტორიტეტული ამერიკული კომპანიის კვლევის შედეგებმა პოლიტიკურ სპექტრში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია. გამოკითხვას ტრადიციულად არ ენდობა მმართველი გუნდი. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "ოცნების" შიდა კვლევების რეზულტატი რადიკალურად განსხვავებულია. მათი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს, თუმცა ვინ ჩაატარა მმართველი გუნდისთვის კვლევა და "ქართული ოცნების" ლიდერი ამ კითხვაზე არ პასუხობს. 

გაერთიანებული ოპოზიციაში კი გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერების ზრდას მარტივად ხსნიან. იმის გამო, რომ ხელისუფლება რეალურ ცვლილებებს არ ახორციელებს, არ რეაგირებს პოლიტიკურ კორუფციასა და ბიზნესის რეკეტზე, ოპოზიციის აზრით ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რის გამოც ხალხი "ქართულ ოცნებას" უარს ეუბნება.

edison research-ის ​ კვლევის შედეგებთან კითხვები აქვს "ევროპული საქართველოს," ამ პარტიის კანდიდატმა კვლევის თანახმად მხარდამჭერების დიდი ნაწილი დაკარგა. გიგა ბოკერია ვარაუდობს, რომ კვლევა რეალობას ასცდა.

ამერიკული ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევის შედეგებს არ ენდობა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერიც. კიდევ ერთ საპრეზიდენტო კანდიდატი კახა კუკავა კი დარწმუნებულია, რომ ის ამომრჩეველი ვისაც ჯერ არ გადაუწყვეტია რომელ კანდიდატს მისცეს ხმა არჩევანს მის სასარგებლოდ გააკეთებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები