05 მაისი 2024,   16:36
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში - დაშავებულია 5 ადამიანი 

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში - სოფელ ჭითაწყარში ტოიოტას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი ჯერ მსხვილფეხა საქონელს, შემდეგ კი საპირისპირო მხრიდან მომავალ მიკროავტობუსს შეეჯახა. მიკროავტობუსი ამობრუნდა, დაშავებულია 5 ადამიანი. 

4 დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან მიკროავტობუსის მძღოლს შედარებით მძიმე დაზიანებები აღენიშნება.

საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები