26 აპრილი 2024,   15:17
ვრცლად
საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება, შრომის ანაზღაურება კი იზრდება - 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი 

2019 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება, შრომის ანაზღაურება კი იზრდება - მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე მზად არის და მას დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

პროექტის პირველადი ვარიანტის მიხედვით, 1500-ზე მეტ დასაქმებულს სამსახურის გარეშე დარჩენა ემუქრება, თუმცა ამავე პროექტის მიხედვით შრომის ანაზღაურების მუხლში დაახლოებით 60 მილიონი ლარით მეტია გათვალისწინებული.

„ჩვენ გვაქვს გარკვეული შენიშვნები იგივე სოციალური მუშაკის რეფორმასთან დაკავშირებით, იურიდიული სამსახურის დაფინანსებასთან დაკავშირებით და ა.შ. ამაზე ჩვენ კონსულტაციები გვექნება, ეს არ არის საბოლოო ვარიანტი ბიუჯეტისა,“-განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძე.

ოპტიმიზაციის მსგავს გეგმას აკრიტიკებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები მთავარ საფინანსო დოკუმენტში რადიკალურ ცვლილებებს ითხოვენ.

„ეს ბიუჯეტი კვლავ იმეორებს წინა ბიუჯეტების პრობლემებს. ეს არის ბიუროკრატიული ბიუჯეტი, იზრდება კვლავ ბიუროკრატიული ხარჯები, იზრდება საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი, მიუხედავად იმისა, რომ იქ კლებაა ნაჩვენები. სინამდვილეში ეს ხალხი გადავიდა ხელშეკრულებებზე და შტატგარეშე ადამიანებად არიან გაფორმებულები,“-აცხადებს ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე.

დღის ამბები