16 ივნისი 2019,   21:59
ვრცლად
სამეგრელოში 12 წლის ბიჭი ავტოავარიას ემსხვერპლა

სამეგრელოში 12 წლის ბიჭი ავტოავარიას ემსხვერპლა. შემთხვევა ზუგდიდი-სენაკის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე სოფელ ჭითაწყარში მოხდა. მოზარდს მანქანა გზაზე გადარბენის დროს დაეჯახა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე დროულად მივიდა, თუმცა ბავშვის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. მოზარდი საავადმყოფოში გადაყვანამდე დაიღუპა. მანქანის მძღოლი სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები გვიანობამდე მუშაობდნენ.

დღის ამბები