23 იანვარი 2025,   01:22
ვრცლად
"ფანტელებივით ეყრება თავზე პუტინის წარმოგზავნილ ზურაბიშვილს ჩვენი ხალხისგან აწაპნილი მილიონები,“ - ნათელაშვილი
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ლეიბორისტული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა წინასაარჩევნოდ პარტიების დაფინანსების კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. შალვა ნათელაშვილის თქმით, მის პარტიას დიდი მოცულობის საბანკო კრედიტის აღება არ შეუძლია, მაშინ როცა ,,ქართული ოცნების’’ რჩეული კანდიდატს ამის პრობლემა არ შექმნია.

      „ერთადერთი იმედი ივანიშვილის რეჟიმისა რომ მოხდეს ჩემი ჩაბლოკვა 28 ოქტომბრის არჩევნებში, ტრადიციულად ფინანსური წნეხია, კვლავ აკრძალულია ჩვენი დაფინანსება, საარჩევნო კრედიტის გაცემა და რა თქმა უნდა თოვლის ფანტელებივით ეყრება თავზე პუტინის წარმოგზავნილ ზურაბიშვილს ჩვენი ხალხისგან აწაპნილი მილიონები,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

      ნათელაშვილის თქმით, მან დღეს ყველა ბიზნეს სეგმენტსა და ბანკებში გააგზავნა წერილი რომელშიც ეწერა, რომ სწორედ მათი "დაღუპულია" საქართველო. ამ განცხადებით ლეიბორისტული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი აფრთხილებს რომ სხვა პარტიების დაფინანსებით საქართველო ქვეყანა ფეხზე ვერ დადგება. 

       

      დღის ამბები