19 მაისი 2024,   11:30
ვრცლად
"ქართული ოცნების" წინააღმდეგ აგორებული შავი PR-ის ნაწილი - სოფო კილაძე ახალ ჩანაწერებს ეხმაურება

საპარლამენტო უმრავლესობას „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ახალი სკანდალური ფარული ჩანაწერების  არ სჯერა.

მმართველი გუნდის შეფასებით, უნდა გაირკვეს, რამდენად ავთენტურია აუდიომასალა, საიდანაც ირკვევა, თუ როგორ გეგმავდა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამხობას.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ ახალი ჩანაწერების გავრცელება „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ აგორებული შავი პიარის ნაწილია.

„ჩემთვის პირადად ეს ყველაფერი არის ძალიან არასერიოზული. მგონია, რომ ეს არის იმ შავი პიარის ნაწილი, რომელიც, სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ არის აგორებული,“- განაცხადა სოფო კილაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები