02 მაისი 2024,   21:14
ვრცლად
ლუქსემბურგში დღეს ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ საგარეო საქმეთა მინისტერიალი იხსნება

ლუქსემბურგში დღეს ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ საგარეო საქმეთა მინისტერიალი იხსნება. მინისტერიალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრება.

მონაწილეთა შორის არიან ფედერიკა მოგერინი და იოჰანეს ჰანი. შეხვედრებზე ყურადღებას გამახვილდება გასულ წელს ბრიუსელში გამართული სამიტის შემდგომ მიღწეულ შედეგებზე. მათ შორის 2020 წლისთვის 20 შედეგის შესრულების პროცესზე. დაგეგმილია დავით ზალკალიანის ორმხრივი შეხვედრები.

„ვართ იმ ზღვარზე, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანია, რო გაგრძელდეს ჩვენი ურთიერთობები, კიდევ უფრო გაღრმავდეს და ახალ ეტაპზე გადავიდეს. ამიტომ ერთ-ერთ საკითხი, რომელიც იქნება ასევე განხილული, როგორ შევინარჩუნოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის რელევანტურობა ექვსივე ქვეყნისთვის, მათ შორის იმ ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო, რომელსაც ბევრად უფრო მეტი ამბიცია აქვს და ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობა,“-განაცხადა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა ბელგიასა და ლუქსემბურგში, მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში, ნატალია საბანძემ.

დღის ამბები