19 დეკემბერი 2024,   10:05
ვრცლად
პროკურატურის ინფორმაციით, "რუსთავი2"-ის მიერ გასაჯაროებული აუდიო ჩანაწერის გარდა, არსებობს საკანში ჩაწერილი სხვა საუბრებიც

პროკურატურის ინფორმაციით, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის მიერ გასაჯაროებული აუდიო ჩანაწერის გარდა, არსებობს საკანში ჩაწერილი სხვა საუბრებიც. 

ამის შესახებ განცხადება მთავარ პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე გაკეთდა. 

პროკურორ კოკა კაციტაძის განცხადებით, ჩანაწერის გაკეთება, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით მოხდა. 

„საქმეზე გამოძიება დაიწყო სპეციალური პენიტენციალური სამსახურის თანამშრომლის ი. პ-ს განცხადების საფუძველზე. რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის წლის 12 ოქტომბერს მასზე განხორციელდა შანტაჟი და ზეწოლა. კერძოდ, პირადი ცხოვრების ამსახველ კადრების გასაჯაროების მუქარით  მოქალაქე ი.პ0.ს მოსთხოვეს პატიმარ მ.ს. -ს  შეხვედრების ფარული ჩანაწერების გავრცელება. გამოძიების ფარგლებში ი. პ-სგან ამოღებულია მეხსიერების ბარათი, რომელიც შეიცავს რამდენიმე ფარულ ჩანაწერს მათშორის იმ ფაილსაც, რომელიც გუშინ გავრცელდა მედიასაშუალებით,“-განაცხადა პროკურორმა კოკა კაციტაძემ.  

რაც შეეხება ჩანაწერებს, რომელიც უკვე გასაჯაროვდა, პროკურორის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე. 

გავრცელებულ ჩანაწერში მირზა სუბელიანი ხელისუფლების არაერთ დანაშაულში ამხელს და ამბობს, რომ მას 50 კაციანი შეიარაღებული ჯგუფი ჰყავს.

კოკა კაციტაძის განცხადებით, გამოძიება კიდევ ერთ ვერსიაზე მუშაობს, რომელიც გარკვეული ჯგუფის გამოვლენას გულისხმობს. არსებობს მოსაზრება, რომ გარკვეული პირები ახდენენ ორგანიზებას მსგავსი შინაარსის საუბრებისა, რათა მოხდეს შემდგომ ჩანაწერების მოპოვება.  

„გამოძიება ინტენსიურად  განიხილავს პირთა ჯგუფის მიერ  კონკრეტული  შინაარსის საუბრების ორგანიზების ვერსიას მათი შემდგომი  გავრცელების მიზნით,“- განაცხადა კოკა კაციტაძემ. 

დღის ამბები