15 მაისი 2024,   09:56
ვრცლად
პირველი ექსპერიმენტული სკოლის სახურავიდან მოსწავლე გადმოვარდა

პირველი ექსპერიმენტული სკოლის სახურავიდან მე-6 კლასის მოსწავლე გადმოვარდა. შემთხვევა გუშინ  მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი 2"-ს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დაუდასტურა.

როგორც დირექციას მოზარდებმა უამბეს, გაკვეთილების დასრულების შემდეგ, მოსწავლეები სათამაშოდ ვერანდაზე ავიდნენ, შემდეგ კი ერთ-ერთი მათგანი გადმოვარდა. სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ქეთი მიქანაძე ჩხუბსა და დაპირისპირებას გამორიცხავს.

მე-6 კლასელი მრავლობითი მოტეხილობებით და სახის დაზიანებით იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის მოზარდი საავადმყოფოში რჩება. ექიმების თქმით, მოსწავლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს. 

 

დღის ამბები