14 ნოემბერი 2018,   18:25
ვრცლად
"კურიერის" ექსკლუზივი - გატაცებულია ერთ-ერთი ბიზნესმენის შვილი 

"კურიერის" ინფორმაციით, თბილისიდან ერთ-ერთი ბიზნესმენის შვილი გაიტაცეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 25 წლის მამაკაცს თავს შეიარაღებული დაჯგუფების წევრები დაესხნენ. ისინი გამოსასყიდის სახით 3 მილიონს ითხოვდნენ. 

ბიზნესმენი, რომლის შვილიც შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს რესტორნებს და ბენზინგასამართ სადგურს ფლობს. 

"კურიერის" ინფორმაციით, სპეცოპერაცია წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში ჩატარდა. სამართალდამცველებმა შეიარაღებული დაჯგუფების წევრები უკვე დააკავეს. შს სამინისტროში ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

ვრცელდება კიდევ ერთი ინფორმაცია, რომ გატაცებული მამაკაცს გადაყვანას ოკუპირებულ ტერიტორიაზე აპირებდნენ, თუმცა ეს ვერ შეძლეს.

„კურიერის“ ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი უკვე გამოჰკითხეს შს სამინისტროში.

გამოძიება საქმეზე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს, სავარაუდოდ აღნიშნულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შს სამინისტროში განცხადება გაკეთდება.

 

 

 

 

დღის ამბები