26 დეკემბერი 2024,   15:20
ვრცლად
15 საათიანი ლოდინი და მგზავრებით სავსე დარბაზი - ავიაკომპანია "აირზენას" რეისი ბრიუსელიდან გაურკვეველი ვადით გადაიდო

15 საათიანი ლოდინი, მგზავრებით სავსე დარბაზი და გადადებული რეისი - ავიაკომპანია "აირზენას" რეისი, რომელიც ბრიუსელიდან საქართველოში გუშინ უნდა ჩამოფრენილიყო, თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობის გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ბორტზე 36 ქართველი იმყოფებოდა. მათ შორის ქალები და ბავშვები, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებოდნენ. მგზავრების განცხადებით, მათ არანაირი ინფორმაცია ავიაკომპანიის მხრიდან არ ჰქონდათ.

პარალელურად აცხადებენ, რომ მათი ნივთები დაზიანებულია. მგზავრებს ბრიუსელის აეროპორტში ლოდინი რამდნიმე საათის განმავლობაში უშედეგოდ მოუწიათ.


„ბაგაჟი გამოგვატანინეს უკან, არ ვიცი რატომ. გაგვიყვანეს ასაფრენი ზოლიდან, დაგვაბრუნეს შემოსასვლელში და ცოტახანში ისევ ხელახლა ჩაგვაბარებინეს ბაგაჟი. ეს ჩემოდნები, რომ მივიღეთ იყო დალეწილი, ვერ ვიგებ რამ დალეწა ეს ჩემოდნები. არავინ არ არის ჩვენი პატრონი აქ,“-აცხადებს „კურიერთან“ საუბრისას ერთ-ერთი მგზავრი ირინა აბრამიშვილი.

დღის ამბები