19 დეკემბერი 2024,   04:47
ვრცლად
ხორავას ქუჩის საქმეზე პროკურატურას მითითებას მირზა სუბელიანი აძლევდა, მასალების ფალსიფიცირებაში შაყულაშვილიც მონაწილეობდა - ახალი ჩანაწერები

კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი გლდანის ციხიდან - კურიერის მიერ მოპოვებული სკანდალური აუდიომასალიდან ირკვევა, რომ მოზარდების მკვლელობის საქმის ფალსიფიცირებაში თბილისის ყოფილი პროკურორი, მიხეილ შაყულაშვილიც, მონაწილეობდა.

რამდენიმესაათიანი ჩანაწერის გაშიფვრით დგინდება, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გახსნის სქემა ასეთი იყო - პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებდნენ იმას, რასაც მირზა სუბელიანი იტყოდა. პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანთან თანხმდებოდა მოწმეთა ჩვენებებიც.

მირზა სუბელიანი - მე რომ შენ გაგიშვი საღამოს პოლიციაში, რაფერ იყო, ძმაო, პოლიციაში ვისთან გქონდა კომუნიკაცია?

ცუხიშვილი - ძველ თბილისში, ხომ?

მირზა სუბელიანი - ჰო

ცუხიშვილი - ჰო, შაყულაშვილი და რა გვარები იყვნენ მოადგილეები

მირზა სუბელიანი - სამარღანიშვილი და...

ცუხიშვილი - სამარღანიშვილი. ის, შენთან რომ იყო...

მირზა სუბელიანი - რას მთხოვდა მიმოწერაში შაყულაშვილი, ტ..კს ათამაშებსო.

ცუხიშვილი - ჰო, ეს ბიჭიო, ტ...ს ათამაშებსო, მირზაო, ეს ბიჭიო ტ..ს ათამაშებსო, არც მამამისს ითვალისწინებსო, არც ..

ჩანაწერით ირკვევა, რომ მითითებები, რომელსაც პროკურატურას მირზა სუბელიანი აძლევდა, პარალელურად მის ტელეფონში არქივდებოდა, მასალები ისეთი სკანდალურია, რომ შესაძლოა, თბილისი ყოფილი პროკურორის დაკავების საფუძველი გახდეს. ეს მტკიცებულებები სუბელიანს საზღვარგარეთ ექსპერტიზაზე აქვს გატანილი.

მირზა სუბელიანი - დაკავების წინა დღეს წაიღო ტელეფონი და გერმანიაშია. ბო...ლი ვიყო, ალტერნატიულ ექსპერტიზას ჩავატარებ და ... მიშას კი არა, მთელ სამმართველოს დავაჭერინებ, ისეთი მიმოწერებია. კარგი რა, ეგ შემეშლებოდა ახლა მე.

ვიქტორ ჯაფარიძე - შენი და შაყულაშვილი?

მირზა სუბელიანი - აბა, რა!

ვიქტორ ჯაფარიძე - ჩანაწერები?

მირზა სუბელიანი - ყველაფერი, ძმაო, იმ დღის მომენტიდან. თხოვნები - აქეთ ამაში დამეხმარე, იმაში დამეხმარე...

ვიქტორ ჯაფარიძე - მიშათი?

მირზა სუბელიანი - აბა, რაა. მიშა რო

ვიქტორ ჯაფარიძე - მაგის დედა...

მირზა სუბელიანი - მიშა რომ ლაპარაკობს და ტ..კს ათამაშებს. პირდაპირ მიმოწერებია. მაგაზე ვარ გაგიჟებული. თუ კაცი იმას არ ნახავს.

შაყულაშვილის მიმართ უცენზურო სიტყვებს სუბელიანი ჩანაწერში არაერთხელ იყენებს. ის არ მალავს, რომ გაბრაზებულია და რამდენიმე საათიანი საუბრისას არაერთხელ აფიქსირებს, რომ თბილისის ყოფილ პროკურორს მისი საქციელის გამო პასუხს ციხიდან გამოსვლის შემდეგ მოსთხოვს.

ყოფილ კოლეგებს და კარგ მეგობრებს შორის ურთიერთობა სუბელიანის დაკავების შემდეგ დაიძაბა. მას შემდეგ, რაც ორივე მათგანი ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გამოკითხა. გაირკვა, რომ დეპუტატების დასმულ ერთი და იგივე შეკითხვებს სუბელიანმა და შაყულაშვილმა რადიკალურად განსხვავებულად უპასუხეს. შაყულაშვილმა სუბელიანი ტყუილში საჯაროდ ამხილა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები