15 ნოემბერი 2018,   21:50
ვრცლად
მნიშვნელოვანი
გრიგოლ ვაშაძის დიპლომატიური კარიერა და მთავარი მიღწევა - ომის შემდეგ 58-მა ქვეყანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარა

გრიგოლ ვაშაძე, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატად 11-მა ოპოზიციურმა პარტიამ წარადგინა - "ედისონ რისერჩის" კვლევების მიხედვით, ის კანდიდატებს შორის სტაბილური ლიდერია.

ოჯახის წევრები გრიგოლ ვაშაძეს ნიჭიერ და განათლებულ ადამიანად ახასიათებენ. ირკვევა რომ  გრიგოლ ვაშაძე ხშირად ეწეოდა ქველმოქმედებას, თუმცა ამაზე ხმამაღლა არასდროს საუბრობს.

მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ მუშაობა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო. ჯერ საერთაშორისო ორგანიზაციების, შემდეგ კი კოსმოსისა და ბირთვული იარაღის განყოფილებაში იყო.

გრიგოლ ვაშაძე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროდან 1988 წელს წამოვიდა.

შეყვარებულმა დიპლომატმა შემდეგ 20 წელიწადი ცოლს მიუძღვნა. ნინო ანანიაშვილის სოლო კარიერის შენებას. გრიგოლ ვაშაძე აფორმებდა ნინოს კონტრაქტებს, როგორც პროფესიონალი იურისტი, აწარმოებდა მოლაპარაკებებს, აორგანიზებდა გასტროლებს.

2004 წელს ნინო ანანიაშვილს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცოტა არ იყოს, უიმედო შეთავაზება გაუკეთა. ერთობლივი გადაწყვეტილებით 2004 წელს ნინო ანანიაშვილი დაბრუნდა თეატრში, სადაც არ იყო სინათლე, მსახიობებისთვის გათბობა.

2008 წელს ქართული დიპლომატია თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდის წინაშე დადგა. 58-მა ქვეყანამ ომის შემდეგ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.

დღის ამბები