22 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
ე.წ. "ომეგას" საქმე - გიორგი გახარია და დიმიტრი ქუმსიშვილი ლონდონის სასამართლომ გამოიძახა

შს მინისტრი გიორგი გახარია და ყოფილი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ლონდონის სასამართლომ დაკითხვაზე დაიბარა. მსოფლიოში ცნობილმა საადვოკატო ფირმა "ფილდ ფიშერმა," რომელიც დიდ ბრიტანეთში "ომეგა ჯგუფის" ინტერესებს იცავს, ეს ინფორმაცია "კურიერს" ელექტრონული შეტყობინებით დაუდასტურა.

წერილში განმარტებულია, რომ უახლოეს პერიოდში იგივე გზავნილს გამოძახებაზე, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც მიიღებს. ლონდონის სასამართლოსთვის სარჩელს "ფილდ ფიშერი" "ომეგა ჯგუფის" დაკვეთით ამზადებს. საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელი დანაშაულში თანამონაწილეობასა და კორუფციის ბრალდებით მზადდება.

დიდი ბრიტანეთისგან განსხვავებით, რა კონკრეტული შედეგები აქვს ომეგას საქმეზე საქართველოს პროკურატურას უცნობია. მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერებში ლევან ყიფიანი არაერთხელ ახსენებს ლევან ფარცხალაძეს ის ქართულ გამოძიებას ამ დრომდე არ დაუკითხავს.

გამოძიებასთან კითხვები აქვს ოპოზიცია ამიტომ საპარლამენტო უმცირესობა შს მინისტრსა და მთავარ პროკურორს პარლამენტში იბარებს.

მმართველი გუნდი კი კვლავ  იმაზე საუბრობს, რომ "ომეგას" საქმეზე ჩანაწერები ღიმილისმომგვრელია. "ქართულ ოცნებაში" ჩანაწერებს სერიალს უწოდებენ და ამბობენ, რომ პასუხს კითხვებზე არჩევნების შემდეგ გასცემენ.

პარტიის გენერალური მდივანი კი იმის დადგენას ითხოვს, როგორ მოხვდა ჩანაწერები "რუსთავი 2"-ის ხელში. 

დღის ამბები