19 დეკემბერი 2024,   05:42
ვრცლად
"ვფიქრობ, საზოგადოებამ ზუსტად დაინახა სად არის სიყალბე და სად არის სიმართლე" - კობახიძე ივანიშვილის ინტერვიუზე საუბრობს

პარლამენტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ პარტიის თავმჯდომარემ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიაწოდა, რაც ძალიან საჭირო იყო.

ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს აფასებს და აცხადებს, რომ ინტერვიუში ქვეყანაში არსებულ რეალურ სურათზე იყო საუბარი. პარლამენტის თავმჯდომარე წუხს, რომ პარტიის თავმჯდომარეს არ მიეცა საშუალება ესაუბრა ქვეყნის განვითარების გეგმაზე, თუმცა კობახიძე იმედოვნებს, რომ ივანიშვილს ამის შესაძლებლობა აუცილებლად მიეცემა. 

მისი თქმით, ამ გადაცემაში სამომავლო ხედვებზეც უნდა ყოფილიყო საუბარი, თუმცა ამის საშუალება ყოფილ პრემიერს არ მიეცა. 

"გუშინ იყო საუბარი იმ საკითხებზე, რომელიც შუქდება ერთი სახით, სადაც რეალობა არის მეორე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება. მე ვფიქრობ, საზოგადოებამ ზუსტად დაინახა სად არის სიყალბე და სად არის სიმართლე. ამას დაეთმო გუშინდელი გადაცემა, სამწუხაროდ გუშინდელი გადაცემა ვერ დაეთმო სამომავლო ხედვებზე საუბარს.

დარწმუნებული ვარ, რომ პარტიის თავმჯდომარეს სამომავლოდ ექნება საშუალება, რომ ასევე საზოგადოებას ესაუბროს სამომავლო ხედვაზე, იმაზე თუ როგორ გვესახება ჩვენ ქვეყნის განვითარება.

ძალიან ცუდია, რომ ამ ფორმით წარიმართა ეს დისკუსია რა ფორმითაც წარიმართა და ვხედავდით თუ ვინ იყო ამ ყველაფრის ინიციატორი და რამდენად ირღვეოდა ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები,"-ამბობს კობახიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები