18 მაისი 2024,   18:17
ვრცლად
ვირუსი "კურიერის" კომპიუტერებში და "რუსთავი 2"-ის ვებ-გვერდზე განხორციელებული შეტევა - კიბერთავდასხმები "რუსთავი 2"-ზე

კიბერ თავდასხმების სერია "რუსთავი 2"-ზე. არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე "კურიერის" კომპიუტერული ტექნიკის მწყობრიდან გამოყვანა რამდენიმეჯერ სცადეს. ვირუსი, რომელიც კომპიუტერში შენახულ ფაილებს ანადგურებს საინფორმაციო სამსახურის კომპიუტერებში შეუშვეს. შიდა ქსელის პარალელურად რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა თავდასხმა "რუსთავი 2"-ის ვებ-გვერდზე - ვებ-პორტალის ნიუსრუმმა და პროგრამისტებმა საიტის მართვის პანელზე წვდომა დაკარგეს. საღამოს ექვსი​ საათის შემდეგ ახალი ამბების და ვიდეომასალების განთავსება ვებ-გვერდზე შეუძლებელი იყო. მთელი ამ ხნის განმავლობაში "რუსთავი 2" ონლაინ მომხმარებლებს ინფორმაციას "ფეისბუქის" საშუალებით აწვდიდა.

"რთულია ისაუბრო დასკვნებზე ვინ შეიძლება იდგეს ამ კიბერ თავდასხმის უკან, თუმცა აქ არის ერთი მთავარი გარემოება - "რუსთავი 2" და "კურიერი," რომელიც ხელისუფლებამ უკვე ოფიციალურად გამოაცხადა ნომერ პირველ მტრად, ცდილობენ კიბერ რთავდასხმის შედეგად არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოიყვანონ მწყობრიდან. როგორც "კურიერის" კომპიუტერული ქსელი და შემდეგ მოახდინონ "რუსთავი 2"-ის ვებ-გვერდის პარალიზება, რომელსაც ათიათასობით ადამიანი მოიხმარს ყოველდღიურად,"-აცხადებს "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე.

დღის ამბები