საჩივარი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ - გურიაში სოფელ წვერმაღალაში მცხოვრები მაკასარაშვილების ოჯახი ყოფილ პრემიერს სასამართლოში უჩივის.
მაკასარაშვილები "კურიერთან" საუბარში აცხადებენ, რომ ივანიშვილისთვის ასწლოვანი ხეების გადატანის პროცესში გაურკვეველმა პირებმა მათი კუთვნილი ორი ხე მოჭრეს, რამდენიმე კი აკაფეს, ასევე დააზიანეს მისი საცხოვრებელი სახლის 34 მეტრი სიგრძის ღობე. ოჯახი ადგილობრივი პოლიციისაგან და პროკურატურისაგან მომხდარის გამოძიებას უკვე ორი წელია ითხოვს, თუმცა უშედეგოდ.