19 მაისი 2024,   01:26
ვრცლად
ყველაზე პესიმისტური გათვლებით, თუ იქნება მეორე ტური, სალომე ზურაბიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატთან გაიმარჯვებს - ივანიშვილი

"არ დაიბნეთ, დაივიწყეთ სიძულვილის ენა. ძალიან კარგი რამ თქვა დღეს ირაკლი კობახიძემ, სუსტი მამაკაცები ებრძვიან ძლიერ ქალბატონს,“- ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელ შეხვედრაზე გააკეთა, სადაც მან ამომრჩეველს გაერთიანებისკენ მოუწოდა.

პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ დიდი ალბათობით სალომე ზურაბიშვილი პირველსავე ტურში გაიმარჯვებს, თუმცა თუ ამომრჩევლის მობილიზება ვერ მოხდა და მეორე ტური დაინიშნა, მეორე ტურში ზურაბიშვილი კონკურენტს აუცილებლად დაამარცხებს.

„დიდი ალბათობით, ყველა სოციოლოგიური გამოკითხვით, თუ მობილიზება იქნება "ქართული ოცნების" ამომრჩევლის დიდი ალბათობით ქალბატონი სალომე პირველსავე ტურში იმარჯვებს. ყველაზე პესიმისტური გათვლებით მეორე ტურს აუცილებლად იგებს სალომე.

მეორე ტური თუ შედგა თითქმის თანაბარი შანსი აქვს "ნაციონალური მოძრაობის" ორივე წარმომადგენელს, ისინი ორ პარტიად წარმოდგებიან დღეს. თუ იქნება მეორე ტური რისი ალბათობაც დაბალია, ასეთ შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მიიღებს მონაწილეობას. ეჭვი არ არის იმაში, რომ მეორე ტურს სალომე ზურაბიშვილი მოიგებს.

პირველსავე ტურში დავასრულოთ ეს არჩევნები დავაცხროთ ეს ემოციები, ამიტომ კიდევ ერთჯერ ვთხოვ მაქსიმალური მობილიზება გამოიჩინოს ამომრჩეველმა,“-ამბობს ივანიშვილი.

ივანიშვილი მიმართავს ყოფილ მხარდამჭერებს, რომლებმაც მისი თქმით, „მოახერხეს განაწყენება“ გვერდზე გადადონ ყველაფერი და სწრაფად დაასრულონ არჩევნები.

დღის ამბები