24 აპრილი 2024,   08:49
ვრცლად
ზუგდიდი-თბილისის მატარებელი მამაკაცს დაეჯახა 

ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი 55 წლამდე მამაკაცს დაეჯახა. შემთხვევა წუხელ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვთან მოხდა.

მემანქანემ ლიანდაგზე ჩამომჯდარი ადამიანი გვიან შეამჩნია და მიუხედავად გაფრთხილებისა, მამაკაცმა ლიანდაგიდან გადასვლა ვერ მოასწრო. ერთ-ერთი ვერსიით, დაზარალებული ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მედიკოსების შეფასებით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები