26 დეკემბერი 2024,   23:58
ვრცლად
მასიური ინტოქსიკაცია 46-ე ბაგა ბაღში - ინფექციურ საავადმყოფოში ერთნაირი სიმპტომებით 15-მდე ბავშვი გადაიყვანეს

მასიური ინტოქსიკაცია 46-ე ბაგა ბაღში. ბავშვები გუშინ მაღალი ტემპერატურით, დიარეით და პირღებინებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 15-მდე მცირეწლოვანი ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში ამ დრომდე მკურნალობს. არ არის გამორიცხული შემთხვევა კომპანია "ნილს" უკავშირდებოდეს, რომელიც ბაღს პროდუქტებით ამარაგებს. საკვები თუ ვირუსული ინფექცია? ამ კითხვაზე სურსათის უვნებლობის სააგენტომ უნდა გასცეს, რომელმაც ბაღების სააგენტოს მოთხოვნით კომპანიისაგან მიწოდებული საკვები პროდუქტები ლაბორატორიული ექსპერტიზისთვის უკვე ამოიღო. პასუხი კი 5 დღეში გახდება ცნობილი.

"ჩვენ პერმანენტულად ვამოწმებთ სურსათის უვნებლობის სააგენტოსთან ერთად არა მარტო რძის პროდუქტებს, არამედ ყველა პროდუქტს, რაც შედის ჩვენს ბაღებში,"- თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი კახა გვანცელაძე.

თავად კომპანია "ნილსის" წარმომადგენელი მომხდარს ვირუსს უკავშირებს და ამბობს, რომ მათი პროდუქცია შემოწმებულია.

დღის ამბები