24 ნოემბერი 2024,   20:49
ვრცლად
მას შემდეგ, რაც მოკლეს ბავშვი, ცხედარი მდინარის პირას ურიკით გადაიტანეს - ადგილობრივები სასტიკი მკვლელობის ვერსიებზე საუბრობენ

მოკლული გოგონას ოჯახის წევრები ამ წუთებში იმ სახლთან იმყოფებიან, სადაც სავარაუდოდ მკვლელობა მოხდა.

მანამდე კი 9 წლის ნანა ბერიაშვილის ახლობლები გორის პოლიციასთან იმყოფებოდნენ, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გამოძიების შესახებ განცხადება გააკეთა. ოჯახის წევრები ითხოვდნენ კონკრეტულ პასუხს, რა გახდა დანაშაულის მოტივი და რატომ მოკლეს 9 წლის გოგონა.

მოკლული გოგონას ახლობლების განცხადებით, გორის სამხარეო პოლიციასთან მათ  მიიღეს პირობა, რომ ერთ საათში ახალი გარემოებების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიდნენ.

ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ მკვლელობაში ბრალდებულის განსაკუთრებულად მკაცრად დასჯას ითხოვენ.

„ბავშვი წავიდა და დაიკარგა, არ ვიცი ეგენი ვინ იყვნენ სად მუშაობდნენ. დაკავებულები ხო არიან და მეტი მე არაფერი არ ვიცი“-ამბობს ოჯახის ახლობელი.

მოკლული ბავშვის ბაბუა საქმის სრულად გამოძიებას ითხოვს.

„თუ არ გახსნეს ეს საქმე მიმიფურთხებია ამთთვის სრულად“-ამბობს ხვიჩა ბერიაშვილი.

საგამოძიებო მოქმედებები მუსხელიშვილის ქუჩაზე, სადაც სავარაუდოდ, მკვლელობა მოხდა ისევ მიმდინარეობს.  მეზობლები ამბობენ, რომ ერთ-ერთი ვერსია, რაზეც გამოძიება მუშაობს არის ის, რომ მას შემდეგ რაც გოგონა მოკლეს, ცხედარი მდინარე ლიახვის პირას ურიკით გადაიტანეს. 

„მუშები იყვნენ ყოველ დღე ვხედავდი, სამი იყვნენ დღეს გავიგე რომ ერთ-ერთი მუშა ყოფილა. მეჯვრისხევიდან არიან. ამ წუთში გავიგე რომ ურიკით გადაადგილეს და ბავშვი დააგდეს იქა. დღე არ ყოფილა ბავშვი იქ, ჩვენც ვიყავით ყველანი ვიყავით, ხუთჯერ გავიარ-გავიარეთ არაფერი არ იყო. საღამოს ძაღლი რომ აატარეს, ყველა გაყვა ძაღლს და ვვარაუდობთ, რომ მაგ დროს დატოვეს. ეგ ურიკა არავის დაუნახავს, არც მანქანა, ამ წუთში გავიგეთ ეგ ვერსია,“- ამბობს ადგილობრივი.

დღის ამბები