პირველი დარღვევა გორში, მე-3 საჯარო სკოლაში განთავსებულ, N3 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა. სიის კონტროლიორმა და მეთვალყურემ, ამომრჩევეველს ბიულეტინი ბეჭდისა და ხელმოწერის გარეშე მისცეს.
დამკვირვებლებმა დარღვევა მაშინ აღმოაჩინეს, როცა მოქალაქეს საკუთარი არჩევანი უკვე დაფიქსირებული ჰქონდა, თუმცა ამომრჩეველმა დარღვევა დაგვიანებით შეამჩია და კაბინიდან გამოსვლის შემდეგ, მან სიის კონტროლიოს დარღვევის შესახებ აცნობა.
კურიერის გადამღები ჯგუფის მიერ დაფიქსირებულ დარღვევას, საოლქო საარჩევნო კომისიაში უარყოფენ.