14 მაისი 2024,   20:03
ვრცლად
10:00 საათის მონაცემებით საკუთარი არჩევანი 215 329 მოქალაქემ დააფიქსირა - ცესკო

10:00 საათის მონაცემებით საკუთარი არჩევანი 215 329 მოქალაქემ დააფიქსირა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 6.15%-ს შეადგენს.  ცესკო-ს მონაცემებით განსაკუთრებით აქტიურია გურჯაანი, საგარეჯო. ლიდერობს თეთრი წყაროს რაიონი სადაც საკუთარი არჩევანი ამომრჩევლების 7.9%-მა დააფიქსირა. მცხეთაში ხმა უკვე მისცა 7.1%-მა, ხოლო ქარელში 7.2%-მა.

რაც შეეხება თბილისს, განსაკუთრებით აქტიურია გლდანის რაიონის.

„ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 1 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 6.15 %, რაც რაოდენობრივად არის 215 329 ამომრჩეველი,“-განაცხადა ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ.

ცესკო-ს მონაცემები ამ დროისთვის შედგენილია ერთი აქტი. ქობულეთის ერთ-ერთ უბანზე საარჩევნო ბიულეტენში არ ჩანდა ერთ-ერთი კანდიდატის სახელი და გვარი მკაფიოდ. ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით უბანზე გამოიკრა ინფორმაცია კანდიდატების შესახებ.

მარნეულში კი ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე გამოიცვალა ყუთი რადგან იყო გაბზარული. 

დღის ამბები