22 ნოემბერი 2024,   07:43
ვრცლად
"მკითხეს, რომ შენი შვილი ხომ ჯარში არისო... ზურაბიშვილის უნდა მიცეთ ხმაო, გაგაფრთხილეთო"-ლაგოდეხში "ოცნებას" მუქარაში ადანაშაულებენ

კახეთში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ. ლაგოდეხში მცხოვრები ორი ოჯახი აცხადებს, რომ მათთან ღამით მმართველი გუნდიდან კოორდინატორები მივიდნენ და უთხრეს, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის მიეცათ ხმა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შვილებს, რომლებიც ჯარში მსახურობენ, პრობლემები შეექმნებოდათ.

„გუშინ საღამოს მოვიდნენ "ქართული ოცნების" კოორდინატორები და მკითხეს, რომ შენი შვილი ხომ ჯარში არისო, კი მეთქი ვუთხარი. ხოდა ხვალო, რომ მიხვალთ არჩევნებზეო სალომე ზურაბიშვილის უნდა მიცეთ ხმაო. მე ვუთხარი რატომ უნდა მივცეთ სალომე ზურაბიშვილის ხმა, მიზეზი მითხარით მეთქი. ჩვენო გაგაფრთხილეთო, გითხარითო. ზემოდან დაგვირეკესო და გვითხრეს მოვსულიყავით და გვეთქვაო, რომ მერე პრობლემა არაფერი არ გქონდეთო,“-განაცხადა ნუნუ ჯორჯაძემ. 

დღის ამბები