23 დეკემბერი 2024,   12:03
ვრცლად
მეორე ტურის ალბათობა არის ძალიან დაბალი, მაგრამ თუ მეორე ტური იქნება, 100% -ით გაიმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი-ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილმა საკუთრი არჩევანი უკვე დააფიქსირა. ის საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად მივიდა. ყოფილი პრემიერის განცხადებით, მეორე ტურის ალბათობა არის დაბალი მაგრამ თუ მაინც გაიმართა, მაშინ 100%-ით გაიმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი. 

„დღეს ხმა მივეცით საქართველოს ევროპულ არჩევანს. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი არჩევნით რომელსაც საქართველოს უმრავლესობა გააკეთებს, ჩვენ საბოლოოდ უარს ვიტყვით სიცრუესა და ძალადობაზე, უკულტურობაზე და მოვძებნით ჩვენ სწორ გზას. ევროპა და კულტურა ეს იქნება პატივისცემა ჩვენი დიდი ისტორიის, რომელიც ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე  გახლავთ და საბოლოოდ ჩვენ ჩვენს დიდი ოჯახს შევუერთდებით, რომელიც გახლავთ განვითარებული ევროპა. მეორე ტურის ალბათობა არის ძალიან დაბალი, მაგრამ ალბათობა არის. თუ მეორე ტური იქნება, მეორე ტურში არავითარი კითხვის ნიშანი არაა. აუცილებლად 100% -ით გაიმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი,"-აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

დღის ამბები