13 მაისი 2024,   11:03
ვრცლად
დავით უსაუფაშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა

„შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. დავით უსუფაშვილი საარჩევნო უბანზე შვილებთან ერთად მივიდა. მან იმედი გამოთქვა, რომ დღეს საღამოს დადგება ის შედეგი, რომელიც ქვეყანას წაიყვანს წინ და არ შეიყვანს ჩიხში. 

„მოხარული ვარ, რომ ამ არჩევნებზე მე მომეცა საშუალება საქართველოს მოსახლეობისთვის მიმეცა არჩევანის საშუალება. დღეს უკვე არჩევანი ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს. მე გავაკეთე არჩევანი მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. უფრო მნიშვნელოვანია ქართველი ხალხი რა არჩევანს გააკეთებს,“-განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

ამ დროისთვის უსუფაშვილის გარდა, საპრეზიდენტო კანდიდატებიდან არჩევანი უკვე დააფიქსირეს დავით ბაქრაძემ და შალვა ნათელაშვილმა. 

 

დღის ამბები