13 მაისი 2024,   12:07
ვრცლად
ნინო ანანიაშვილი ხმის მისაცემად ისნის საარჩევნო ოლქის მე-8 საარჩევნო უბანზე მივიდა

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის მეუღლე, პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი ხმის მისაცემად ისნის საარჩევნო ოლქის მე-8 საარჩევნო უბანზე მივიდა.

მან საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. მან ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.

„მე მინდა, პირველ რიგში, ყველას ვთხოვო, რომ აუცილებლად მოვიდნენ და გააკეთონ არჩევანი,. არ დაიზარონ, წამოიყვანონ ყველა ის ადამიანი, ვისაც აქვს უფლება, რომ მისცეს ხმა. ეს აუცილებელია დღეს ჩვენი ქვეყნისთვის იმიტომ, რომ ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს, ჩვენ ვირჩევთ ჩვენი ქვეყნის მთავარსარდალს,“ - განაცხადა ნინო ანანიაშვილმა.

ხმის მიცემის პროცედურა დილის 08:00 სააათიდან მიმდინარეობს.  

დღის ამბები