28 ოქტომბერი 2024,   19:34
ვრცლად
"უბან-უბან დაარიგა ღორის სამწვადე, რომ ხმა მიეცით სალომესო," - მოქალაქემ ინფორმაცია "კურიერის" ონლაინ სტუდიას მიაწოდა 

სოფელ ჯიმითში სოფლის რწმუნებულმა, ადგილობრივებს სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ, სამწვადე მიუტანა. ამის შესახებ ინფორმაცია მოქალაქემ „კურიერის“ ონლაინ სტუდიას მიაწოდა.

მოქალაქის ინფორმაციით, სოფლის რწმუნებულმა, ღორის ხორცი სოფელში მიიტანა და სამწვადე ახლა ერთ-ერთი ადგილობრივის სახლშია.

„ვინც არის რწმუნებული, იმან უბან-უბან დაარიგა ღორის სამწვადე, რომ ხმა მიეცით სალომესო. ეს ინახება ახლა თამაზ შავლიაშვილთან,“ - აღნიშნა მოქალაქემ სატელეფონო ხაზზე საუბრისას.

მთელი დღის განმავლობაში "კურიერის" მთავარ სტუდიასთან ერთად, პირდაპირ კავშირზე იქნება "კურიერის" ონლაინ სტუდია. მოქალაქეებს შეუძლიათ ნებისმიერ დარღვევის შესახებ არსებული ინფორმაცია, ფოტო ან ვიდეომასალა გამოაგზავნონ "რუსთავი 2"-ის "ფეისბუკ" გვერდზე.

ერთ-ერთი დარღვევების შესახებ, რომელიც „კურიერის“ ონლიან სტუდიას მიაწოდეს მარნეულს ეხება. მოქალაქეების ინფორმაციით, თელეთიდან დაწყებული მარნეულის შესასვლელამდე სპეცდანიშნულების რაზმის წევრები დგანან.

კიდევ ერთი დარღვევა, რომლის შესახებაც მოქალაქე ინფორმაციას „კურიერის“ ონლაინ სტუდიას აწვდის, ისევ მარნეულს ეხება. მისი ინფორმაციით, მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, „ქართული ოცნების“ რჩეული კანდიდატის დამკვირვებლები სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ნომრის მაისურები აცვიათ.  მოქალაქემ ამ ფაქტის ამსახველი ფოტო მასალა მიაწოდა „კურიერს.“

"კურიერის" ონლაინ სტუდიამ ინფორმაცია თბილისში გამოვლენილ დარღვევებზეც მიიღო. მოქალაქის ინფორმაციით, დიღმის მასივში, 35-ე საარჩევნო უბანზე მისულია სამარშუტო მანქანა, სადაც ადამიანები სპეციალური სიებით იმყოფებიან და მიმდინარეობს აღრიცხვა, თუ ვინ მივიდა არჩევნებზე. მოქალაქეს ამ ფაქტის აღმნიშვნელი ფოტო მასალაც აქვს.

ასევე, დარღვევების შესახებ იწერება მოქალაქე ისრაელიდან. მისი ინფორმაციით, 200 ადამიანი ხმის მიცემას ვერ ახერხებს.

დღის ამბები