13 მაისი 2024,   00:44
ვრცლად
საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობაა - ცესკო

საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობაა. ეს ინფორმაცია ცოტა ხნის წინ უკვე დაადასტურა ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საკუთარი არჩევანი ამომრჩევლის 38.16%-მა დააფიქსირა. სულ, მილიონ 337 ათას 284-მა ადამიანმა. ამომრჩევლები აქტიურობენ როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩევლების რაოდენობით, თბილისში მთაწმინდა ლიდერობს, სადაც ამომრჩევლის 39.2% ფიქსირდება. 

41% ფიქსირდება ვაკეში. ცესკოს ინფორმაციით, მაღალი მაჩვენებელი აქვს საბურთალოს. გლდანში ამომრჩევლის 34.9% ფიქსირდება, ნაძალადევში კი 40.6%.

რაც შეეხება რეგიონებს, საკმაოდ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ამბროლაურში.

საკმაოდ მაღალია ამომრჩევლის რაოდენობა გურჯაანში, სადაც 44 % დაფიქსირდა. დედოფლისწყაროში ფიქსირდება ამომრჩევლის რაოდენობის 41%, სიღნაღში კი 42%. 42 % ფიქსირდება ამ დროისთვის დმანისშიც

„აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ, 39 ქვეყანაში გაიხსნა ყველა 55-ვე საარჩევნო უბანი და მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი. დღეს, კენჭისყრის დასრულებისთანავე, საღამოს 8 საათზე, ასევე დაიწყება ავღანეთის ორი საარჩევნო უბნის ბიულეტენების დათვლა. ავღანეთის ორივე საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი დაუყოვნებლივ აიტვირთება ცესკოს ვებ გვერდზე. ასევე, ვეხმაურებით,საკონსულო რეგისტრაციების ცალკეულ ფაქტებზე გავრცელებულ ინფორმაციას და აღვნიშნავთ, რომ ცესკომ საზღვარგარეთ ამომრჩეველთა სიები შეადგინა, როგორც საკონსულოებისგან, ისე სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე.

"შესაბამისად, საკონსულო რეგისტრაციებთან დაკავშირებული კითხვები სცდება ცესკოს კომპეტენციას. საარჩევნო უბნების დახურვამდე რამდენიმე საათია დარჩენილი, შეგახსენებთ, რომ კენჭისყრის პროცესი დასრულდება 20:00 საათზე. ამის შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისიები დაიწყებენ ხმების დათვლის პროცედურებს,“ - განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ანა მიქელაძემ. 

დღის ამბები