23 დეკემბერი 2024,   02:10
ვრცლად
გრიგოლ ვაშაძე 40%, სალომე ზურაბიშვილი - 40% - Edison Research-ის ეგზიტპოლები ცნობილია

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლების პირველადი შედეგი ცნობილია. გავლენიანმა კვლევითმა ორგანიზაციამ Edison Research-მა ეგზიტპოლები „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით ჩაატარა. 

დღის ოთხი საათისთვის არსებული მონაცემებით, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძესა და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 40-40% აქვთ. პასუხების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. 

დეტალურად შედეგები ასე გადანაწილდა:

გრიგოლ ვაშაძე - 40%

სალომე ზურაბიშვილი - 40%

დავით ბაქრაძე - 10%

შალვა ნათელაშვილი - 3%

დავით უსუფაშვილი - 2%

ზურაბ ჯაფარიძე - 2%

 

ამავე თემაზე
დღის ამბები