27 აპრილი 2024,   09:04
ვრცლად
გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსს თავს დაესხნენ - პირველი კადრები ახალქალაქიდან 

თავდასხმა ახალქალაქში - გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრს, ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

საარჩევნო შტაბის უფროსი აშოტ რაისიანი თავდამსხმელებმა ხელკეტებით სცემეს. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. 

თვითმხილველები "რუსთავი2"-თან საუბრისას ჰყვებიან, რომ შტაბში ხელკეტებით შეიარაღებული რამდენიმე პირი შევარდა და იქ მყოფებს ფიზიკურად გაუსწორდა. 

მათივე განცხადებით, თავდამსხმელები "ქართული ოცნების" აქტივისტები არიან. გრიგოლ ვაშაძის შტაბის წევრები ამბობენ, რომ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზეზი არჩევნების შედეგები გახდა. 

 

 

 

დღის ამბები