25 ნოემბერი 2024,   01:55
ვრცლად
თავდასხმას ხელმძღვანელობდა „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძმა - გიორგი ვაშაძე ახალქალაქში მომხდარ ფაქტზე 

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე ახალქალაქში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება.

გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და წევრებს, ოცამდე პირი ფიზიკურად გაუსწორდა. ხელკეტებით შეიარაღებული პირები ოპოზიციის შტაბის შენობაში შეიჭრნენ. ვაშაძე ხელისუფლებას მიმართავს და ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. 

„აგონიაში მყოფი ქართული ოცნება პირდაპირ პროვოკაციებზე და ძალადობაზე მიდის,“ - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, ახალქალაქის ოპოზიციას შტაბის წევრებს "ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის ძმის ხელმძღვანელობით დაესხნენ თავს.

„ამ თავდასხმას ხელმძღვანელობდა ენზელ კოიანის, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის, ძმა არტურ მკოიანი. ეს პიროვნება იდენტიფიცირებულია და ასევე მიმდინარეობს ჩვენ მხრიდან სხვა თავდამსხმელების იდენტიფიცირება. ჩვენი ინფორმაციით, 20-მდე ადამიანი დაესხა ჩვენს შტაბს. ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულები და სასტიკად არიან ნაცემები. ასევე, ჩვენი ინფორმაციით აბრაჰამ აბრაამიანი შეიძლება გადმოიყვანონ თბილისში იმდენად მძიმე ტრამვები აქვს,“ - ამბობს ვაშაძე.

ვაშაძე ამბობს, რომ თავდასხმის მიზანს არჩევნების გაყალბება წარმომადგენელს. ვაშაძის თქმით, სწორედ ამ ადამიანებს უნდა შეეტანათ საჩივრები არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით.

ვაშაძე შსს-ს მიმართავს და საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს.

„მე მინდა მივმართო შსს-ს და ვუთხრა, პირველ რიგში, მადლობა ვუთხრა, ძალიან ბევრ ღირსეულ პოლიციელს, რომელმაც უარი თქვა პირდაპირი პოლიტიკური დავალებების შესრულებაზე არჩევნების დღეს და აქვე მინდა მივმართო, რომ ხალხო, ეს არის პირდაპირი უკანონობა. მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ დაკავებული იქნას არტურ მკოიანის, ენზელ მკოიანის, თქვენი მაჟორიტარი დეპუტატის ძმა. ასევე, მივმართავ შსს-ს თანამშრომლებს, რომ ნუ შეასრულებთ უკანონო დავალებებს, რომლებსაც თქვენ ალბათ, ახლაც გაძლევენ და პირდაპირ, ბატონ გახარიას მინდა მივმართო, რომ თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ მოხდება რეაგირება ამ ფაქტთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ვაშაძემ.

ახალქალაქში ოპოზიციის სამ წევრს საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბში ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები