18 მაისი 2024,   21:01
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა ლილოში - დაშავებულია 6 ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - ლილოში ერთმანეთს ოთხი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, ორი ყვითელი მიკროავტობუსი შეეჯახა.

დაშავებულია 6 მოქალაქე, ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. 

ორი მათგანი ინგოროყვას კლინიკაში, სამი „ამტელში“  და ერთი გადაუდებელი ქირურგიის ცენტრში მოათავსეს. მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად "მერსედესის“ მარკის ავტომობილს ტრაილერი შეეჯახა, რამაც ყვითელ მიკროავტობუსზე შეჯახება გამოიწვია. ერთ-ერთი მიკროავტობუსი შეჯახების შედეგად ამობრუნდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

დღის ამბები