24 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
საფუძველი ამ წუთას, რომ გამოძიებას არ ვენდო, არ მაქვს... მისი უფლებაა, ახლა, ამ ბრალს აღიარებს თუ არა - დეპუტატი გოგა გულორდავა მამის დაკავებაზე

„საფუძველი ამ წუთას, რომ გამოძიებას ამ ეტაპზე არ ვენდო, არ მაქვს"- ეს განცხადება, ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული გია გულორდავას შვილმა, დეპუტატმა გოგა გულორდავამ გააკეთა. 

გოგა გულორდავა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას ამბობს, გამოძიებას სრულად ენდობა, მიუხედავად იმისა, რომ მამამისმა ბრალი არ აღიარა.

„საფუძველი ამ წუთას, რომ გამოძიებას ამ ეტაპზე არ ვენდო, არ მაქვს. ეს ცნობილი ფაქტი იყო მანამდე, კითხვები ალბათ არსებობდა და ალბათ დაკავებასაც აქვს თავის საფუძველი... ეს მისი უფლებაა, ახლა, ამ ბრალს აღიარებს თუ არა. დაველოდოთ გამოძიებას, დაველოდოთ სასამართლოსაც და საბოლოოდ, სასამართლო დაადგენს მის ბრალეულობასაც, არა ბრალეულობასაც,“ - განაცხადა გოგა გულორდავამ.

ზუგდიდის ყოფილ მერსა და მის მოადგილეს გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღებას სექტემბრიდან ედავება, თუმცა მათი დაკავება საგამოძიებო უწყებამ საჭიროდ მხოლოდ წაგებული არჩევნებიდან 5 დღის შემდეგ ჩათვალა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

დღის ამბები