20 აპრილი 2024,   04:08
ვრცლად
„რესპუბლიკური“ პარტია სრულად უჭერს მხარს გრიგოლ ვაშაძეს - ლევან ბერძენიშვილი

„რესპუბლიკური“ პარტია სრულად უჭერს მხარს გრიგოლ ვაშაძეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში - ეს განცხადება, „რესპუბლიკური“ პარტიის ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა გააკეთა.

დღეს "რესპუბლიკური" პარტიის ლიდერები გრიგოლ ვაშაძის შტაბში მივიდნენ და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.

„ჩვენ მოვედით, რომ გამოვხატოთ მხარდაჭერა გრიგოლ ვაშაძის მიმართ. „რესპუბლიკური“ პარტია მას მხარს უჭერს“-განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

ლევან ბერძენიშვილის თქმით, გაერთიანებულ ოპოზიციასთან „რესპუბლიკურმა“ პარტიამ ყველა ის საკითხი განიხილა, რომელიც საერთო ინტერესის საგანია.

„მათ შორის ისეთი საკითხები, როგორიცაა რომ პრეზიდენტმა უნდა იზრუნოს რომ პრეამბლუაში ავიდეს ევროპული ინტეგრაციის საკითხები ნატო და ა.შ. რაც არის კონსტიტუციაში მაგრამ პრეამბლუაში არ არის. ჩვენ ასევე ვიმსჯელეთ იმაზე, რომ ვინც არიან შეძენა-შენახვაზე მსჯავრდებულები პრეზიდენტმა შეიძლება შეიწყალოს“-ამბობს ბერძენიშვილი.

მისი თქმით, რესპუბლიკური პარტია მის აქტივში არსებული სრული რესურსით გრიგოლ ვაშაძეს მხარს დაუჭერს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთიანდება.

„ჩვენ მოვედით იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ გრიგოლ ვაშაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში. გაერთიანებულ ოპოზიციასთან სხვა საკითხებზე კავშირზე არ გვქონია საუბარი,“-ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

დღის ამბები