20 აპრილი 2024,   18:40
ვრცლად
პრორუსმა სეპარატისტებმა უკრაინაში „ეუთოს“ უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

პრორუსმა სეპარატისტებმა უკრაინაში ეუთო-ს უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ორგანიზაციის კუთვნილი დრონი რუსეთ-უკრაინის საზღვართან, სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.

ინცინდენტი დონბასში 27 ოქტომბერს მოხდა, თუმცა ინფორმაცია მხოლოდ ახლა გავრცელდა. რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ამტკიცებენ, რომ უკრაინის არმიის სადაზვერვო აპარატი ჩამოაგდეს, თუმცა ეუთო-ს მისიამ დაადასტურა, რომ დრონი სადამკვირვებლო მისიას ეკუთვნოდა და სადაზვერვო ფრენას მინსკის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში ასრულებდა.

ეუთო-მ, გერმანიამ და საფრანგეთმა დრონის განადგურებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრეს და დაუშვებელ სერიოზულ ინციდენტად შეაფასეს, რომელიც მისიის დაშინების მცდელობას ისახავდა მიზნად.

დღის ამბები