16 აპრილი 2024,   11:30
ვრცლად
11 წლის ბავშვი, რომელსაც უკვე რამდენიმე საათია სამართალდამცველები და ახლობლები ეძებენ, ნაპოვნია

11 წლის ბავშვი, რომელსაც უკვე რამდენიმე საათია სამართალდამცველები და ახლობლები ეძებენ,  ნაპოვნია. ინფორმაცია ამის შესახებ "რუსთავი 2"-ს მოზარდის ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ ბავშვი უკვე სახლში იმყოფება.

„კურიერის“ ინფორმაციით, ბავშვი ერთ-ერთმა მოქალაქემ იპოვა და სამართალდამცველებს შეატყობინა. მანამდე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ გაუჩინარებული ბავშვის ოჯახის წევრები. ბავშვის ბებიამ „კურიერთან“ განაცხადა, რომ დილით მოზარდი სკოლაში ძმასთან ერთად წავიდა, თუმცა სასაწავლო პროცესს აღარ დაესწრო.

ბებიას პრეტენზიები აქვს სკოლის მასწავლებლებთან, რადგან მათ არ შეატყობინეს ოჯახის წევრებს, რომ ბავშვი არ ესწრებოდა სასწავლო პროცესს.

„ბავშვი თუ არ მივიდა კლასში, კლასის ხელმძღვანელს უნდა დაერეკა მშობელთან, ეს აუცილებელია,“ - აღნიშნა ბებიამ.

შეგახსენებთ, რომ 11 წლის ელენე გიორბელიძე დაახლოებით 9 საათის განმავლობაში გაუჩინარებული იყო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან დედას წერილიც დაუწერა, სადაც ის მშობლებს ემშვიდობება.

 

ავტორი: თაკო სურგულაძე

 

დღის ამბები