19 დეკემბერი 2024,   16:09
ვრცლად
ინიცდენტი კაფე "ელ ცენტროს" ვერანდაზე და ნაცემი გენერალური აუდიტორი - ოთარ ფარცხალაძე პოლიციის პირველ განყოფილებაში გამოკითხეს

ოთარ ფარცხალაძე  დღეს ძველი თბილისის პოლიციის პირველ განყოფილებაში დამატებით გამოკითხეს. ყოფილმა მთავარმა პროკურორმა  ჩვენება კაფე „ელ ცენტროში“ მომხდარი ინციდენტის გამო მისცა.  საუბარია ინციდენტზე, რა დროსაც კაფეში გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია სცემეს.

კაფე "ელ ცენტროს" ვერანდაზე მომხდარ ინციდენტს შინაგან საქმეთა სამინისტრო გასული წლის მაისის დასაწყისიდან იძიებს. მომხდარიდან მალევე პოლიციას ყველა მტკიცებულება ჰქონდა იმისთვის, რომ იმ დროს მოქმედ გენერალურ აუდიტორზე ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა. თავდასხმაში კი ყოფილი მთავარი პროკურორი მონაწილეობდა. დაზარალებულის ჩვენების გარდა თორდიას ცემაში ფარცხალაძის მონაწილეობას კაფე "ელ ცენტროს" უსაფრთხოების კამერიდან ამოღებული ჩანაწერი ადასტურებდა, სადაც კარგად ჩანდა როგორ იქნევდა ყოფილი მთავარი პროკურორი იმ დროს მოქმედი აუდიტორისკენ ხელს, თუმცა ამ კადრებისთვის გამოძიებას ყურადღება არ მიუქცევია.

თავად ლაშა თორდია, რომელიც ამერიკაში დევნილობაში ცხოვრობს, მიიჩნევს, რომ თაროზე შემოდებული საქმის გაცოცხლება ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება, რომელსაც ფარცხალაძის გამართლება სურს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები