22 ნოემბერი 2024,   06:30
ვრცლად
"აგონიური ქცევაა პირველიდან მეორე ტურის პერიოდში" - კაპანაძე ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენაზე

აგონიაში მყოფი მმართველი ძალა და ბარტყის გადაგდება წინასაარჩევნოდ - „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე ფიქრობს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორისთვის ბრალის წარდგენა მხოლოდ წინასაარჩევნოდ კამპანიას უკავშირდება.

მისი თქმით, ფარცხალაძის სახელმწიფო აუდიტორთან ფიზიკური დაპირისპირებაზე გამოძიება ერთი წლის წინ დაიწყო, თუმცა ის ამ დრომდე თაროზე იყო შემოდებული. კაპანაძის თქმით, ეს პირდაპირი დასტურია, რომ ხელისუფლებას ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენა მხოლოდ საარჩევნოდ დასჭირდა. 

ფარცხალაძისთვის ბრალის წაყენება, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცით ზუსტად რაზე არის და რას ითხოვს პროკურატურა ძალიან ჰგავს ქართულ მულტფილმებში რომ არის, ბარტყის გადაგდებას ივანიშვილის მხრიდან. ჯერ ისიც გაურკვეველია, არის თუ არა ბოლომდე გადაგდება.

ეს არის უბრალოდ, სასოწარკვეთილი ადამიანის რაღაც აგონიური ქცევა პირველიდან მეორე ტურის პერიოდში. ანუ იმდენად შეშფოთდნენ ამ დამარცხების შედეგად, რომ ახლა ცდილობენ მოაჩვენონ საზოგადოებას, რომ რაღაც პრობლემებს გადაჭრიან და ესე იფიქრეს, რომ, აი, ფარცხალაძეს თუ ბრალს წავუყენებთ, ხალხი იფიქრებს, რომ აი, ებრძვიან ისინი კორუფციას და ა.შ.

ამ დროს ეს საქმე ერთ წელიწადზე მეტი არის პროკურატურაში თაროზეა შემოდებული და ყველამ კარგად იცის ყველაფერი. ვიდეოზეა აღწერილი და არაფერი ამდენი ხანი ამას არ სჭირდებოდა,“-ამბობს სერგი კაპანაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები