25 ნოემბერი 2024,   05:50
ვრცლად
ბუნებრივი აირის ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს 

მარეგულირებელი კომისია ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდას არ გამორიცხავს. საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის, დავით ნარმანიას თქმით, სემეკში ამ ეტაპისთვის შესულია განცხადება გაზის ტარიფის გადახედვასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება დენისა და წყლის საფასურს, ნარმანია ამბობს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

„ამ ეტაპზე ჩვენთან შემოსული არის წინადადებები მხოლოდ გაზის ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით. ესეც არის გეგმიური, ვინაიდან დადგენილი ტარიფები მოქმედებს ამ წლის ბოლომდე, შესაბამისად სემეკმა წარმოდგენილი განაცხადების მიხედვით უნდა განიხილოს ეს,თუმცა ეს დაკავშირებული არ არის კურსის ცვალებადობასთან“,-აცხადებს ნარმანია.

დღის ამბები