19 აპრილი 2024,   11:01
ვრცლად
ემანუელ მაკრონმა დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სამიტი ჩაშალა

ემანუელ მაკრონმა დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის სამიტი ჩაშალა. ინფორმაციას კომერსანტი კრემლთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საფრანგეთის ლიდერმა ამერიკელ და რუს კოლეგებს პარიზში დაგეგმილი მოლაპარაკების გაუქმება პირადად სთხოვა.

ინფორმაციას შეხვედრის გაუქმების შესახებ კრემლიც ადასტურებს, თუმცა ემანუელ მაკრონის თხოვნის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ამერიკისა და რუსეთის ლიდერები პარიზში ერთმანეთს შეხვდებიან, მაგრამ პირისპირ მოლაპარაკება არ გაიმართება.

დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი საფრანგეთში, სხვა მსოფლიო ლიდერებთან ერთად, პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრებიან.

მსოფლიო ლიდერებს კი ემანუელ მაკრონი 11 ნოემბერს უმასპინძლებს.

დღის ამბები