25 აპრილი 2024,   06:22
ვრცლად
„ვის უნდა შეხვდე? არავის" - "ქართული ოცნების" ოფისში კოორდინატორები შედიან

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან შპს „საქართველოს“ მიერ დაზარალებული მეანაბრეები არიან შეკრებილები. ისინი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

მმართველი პარტიის ოფისთან სხვა ჯგუფების წარმომადგენლებიც იმყოფებიან, რომლებიც პერიოდულად „ქართული ოცნების“ ოფისში შედიან. მათი თქმით, შეხვედრებს პარტიის წარმომადგენლებთან, მათ შორის „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანთან, კახა კალაძესთან მართავენ.

როგორც ერთ-ერთმა პირმა „კურიერს“ განუცხადა, ის არის კოორდინატორი. სავარაუდოდ, კოორდინატორებთანაც მიმდინარეობს შეხვედრები.

„ვის უნდა შეხვდე? არავის. რომ მინდოდეს, გეტყოდი, არ მაინტერესებს,“- აღნიშნა ერთ-ერთმა კოორდინატორმა.

„ქართული ოცნების“ მთავარ ოფისში შეხვედრები და კონსულტაციები გრძელდება. ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე დილიდან რეგიონების წარმომადგენლებს და ქალაქის მერებს ხვდებიან. ისინი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მმართველი პარტიის ლიდერებისგან კონკრეტულ დავალებებს იღებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები