23 დეკემბერი 2024,   17:09
ვრცლად
ლარი დღევანდელი ხელისუფლების სახეა - ოპოზიცია ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს

ეროვნული ბანკის განცხადებას ლარის კურსთან დაკავშირებით მმართველი გუნდისგან განსხვავებით ოპოზიცია არ იზირებს.  ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ეროვნული ვალუტის დღევანდელ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ლარი ხელისუფლების სარკეა. 

„პასუხისმგებელი ადამიანების მხრიდან პასუხისმგებლობის მოცილებას ჰგავს ასეთი განცხადება, როდესაც ყველა დამნაშავეა, ოღონდ თვითონ არ არის დამნაშავე.

სინამდვილეში ლარი არის სარკე დღევანდელი ხელისუფლების. სარკე იმისა, როგორ იზრდება კორუფცია, კრიმინალი, როგორ იზრდება ნეპოტიზმი“-ამბობს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ზურაბ მელიქიშვილი.

"ევროპულ საქართველოში" ლარის ვარდნის მთავარ მიზეზად ხელისუფლების არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ასახელებს.

„ეროვნული ბანკის ინსტრუმენტები არასაკმარისია იმ უამრავი მავნებლობების საპირწონედ რა მავნებლობებიც მთავრობამ ექვსი წლის განმავლობაში ჩაიდინა.

სჯობია, რომ მათ სწორი პოლიტიკა გაატარონ და დაგვიჯერონ ვიდრე ბრალი ისევ გადაიტანონ საჯარო მოხელეებსა და ექსპერტებზე“-ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში ლარის კურსის ცვლილებების მიზეზები არ უკავშირდება ეკონომიკურ ფაქტორებს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სავალუტო ბაზარზე უარყოფით გავლენას ახდენს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში არსებული გარემო.

დღის ამბები