19 აპრილი 2024,   20:01
ვრცლად
დაინიშნება თუ არა არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს - თამარ ჟვანიას განმარტება

დაინიშნება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს - ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ სანამ არ გამოცხადდება საბოლოო შედეგები, თარიღზე საუბარი ნაადრევია.

თამარ ჟვანიას თქმით, კანონის შესაბამისად დაინიშნება არჩევნების თარიღი. ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია მიიღებს განკარგულებით გადაწყვეტილებას.

კანონმდებლობის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური კვირა დღეს უნდა გაიმართოს, თუმცა მეორე ტურთან დაკავშირებით მსგავსი დათქმა კანონში არ არის აღნიშნული. 

„ვერ გეტყვით, ვერაფერს გეტყვით, ცესკო-მ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, შეჯამების ვადებზეა დამოკიდებული. მედია უკვე ერთი კვირაა სხვადასხვა თარიღს ავრცელებს. არცერთი არ არის რეალური მანამდე, სანამ ცესკო არ გადაწყვეტს. როგორც კანონი მოითხოვს, ისე დაინიშნება,“- განაცხადა თამარ ჟვანიამ.

დღის ამბები