26 აპრილი 2024,   15:30
ვრცლად
თავდასხმას ავსტრალიაში ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ერთი ადამიანი ემსხვერპლა თავდასხმას ავსტრალიაში. მელბურნის ცენტრში უცნობმა მამაკაცმა მანქანას წაუკიდა ცეცხლი და სამი ადამიანი დაჭრა. ერთი ადგილზე გარდაიცვალა, თავად თავდამსხმელი პოლიციელებმა დაჭრეს და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

პოლიციის ცნობით, ამ ეტაპზე უცნობია აქვს თუ არა კავშირი ეჭვმიტანილს ტერორიზმთან. შემთხვევის ადგილი გადაკეტილია. ქალაქის ცენტრში კი პოლიციამ პატრულირება გააძლიერა.

დღის ამბები